ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიელმა მეკობრეებმა მძევლები გაათავისუფლეს


11 მაისს ხუთივე გატაცებული უვნებელი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს

მეკობრეებმა გასულ თვეს გატაცებული ხუთი რუსი და პოლონელი მოქალაქე გაათავისუფლეს.
დღეს გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 11 მაისს ხუთივე გატაცებული უვნებელი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს.
ოპერატორ კომპანიას ტყვეების გამოსასყიდის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა არსებობს ფაქტები, რომ გემის მფლობელები გატაცებულ მეზღვაურთა სანაცვლოდ ხშირად სოლიდურ თანხებს იხდიან.
გატაცება 25 აპრილს გვინეის ყურეში მოხდა.ამ წყლებში ხშირია გემზე თავდასხმები, რომლის დროსაც მეკობრეები მეზღვაურებს მძევლად იყვანენ და მაღალი გამოსასყიდის საფასურად ათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG