ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეები ვირჯინიის შტატში გასამართლდებიან


ისინი იმ 15 მეკობრესთან ერთად დააპატიმრეს, რომელთაც ბრალი ამერიკის 4 მოქალაქის მკვლელობაში ედებათ

სამ სომალელ მეკობრეს სასიკვდილო განაჩენი ელის. მათი სასამართლო მიმდინარე კვირაში ვირჯინიის ქალაქ ნორფოლკში იგეგმება. ისინი იმ 15 მეკობრესთან ერთად დააპატიმრეს, რომელთაც ბრალი ამერიკის 4 მოქალაქის მკვლელობაში ედებათ.

შეერთებული შტატების სასამართლო სომალელ მეკობრეს გემზე „ქუესთ“ 2011 წელს მომხდარი ინციდენტის გამო ასამართლებს. თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, 4 ამერიკელი ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, გამოძიებათა ფედერალურ ბიუროსთან და შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მოკლეს.
XS
SM
MD
LG