ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში სიტუაცია იძაბება


ნიგერიაში სიტუაცია იძაბება
ნიგერიაში სიტუაცია იძაბება

ნიგერიის ექსტრემისტული შეიარაღებული დაჯგუფების “ბოკო ჰარამის” წარმომადგენელმა გააფრთხილა ქვეყნის სამხრეთის მაცხოვრებლები დატოვონ ჩრდილოეთის რაიონები.

ისლამისტური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის აბულ ქადას განცხადებით მისი მეომრები წინააღმდეგობას გაუწევენ სამთავრობო ძალების ჯარისკაცებს, რომლებიც ნიგერიის ჩრდილოეთ რაიონებში შევლენ.

პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ჩრდილოეთის ოთხ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხდა.

ბოკო ჰარამის დაჯგუფებამ სამი დღე მისცა სამხრეთელებს ჩრდილოეთ რაიონების დატოვებისთვის. ასევე მოუწოდა მუსულმანებს დატოვონ ნიგერიის სამხრეთი მოსალოდნელი თავდასხმების გამო.

XS
SM
MD
LG