ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტი-ვაქცინაციის კამპანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური გამოწვევაა


ნიუ-იორკში, ამერიკის დაახლოებით 20-მილიონიან შტატში, მშობლები შვილების ვაქცინაციაზე რელიგიური მრწამსის გამო უარს ვეღარ იტყვიან. შტატის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ამ გადაწვეტილებას მხარი 13 ივნისს დაუჭირა. კანონპროექტს შტატის გუბერნატორმა ხელი მალევე მოაწერა.

გადაწვეტილების მიზეზი შეერთებულ შტატებში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველად წითელას უპრეცედენტო ეპიდემიაა. მშობლებს ნიუ-იორკში 30 დღე აქვთ იმისთვის, რომ ბავშვები გადამდები დაავადებების წინააღმდეგ აცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში არ დაუშვებენ.

მშობლების ნაწილმა გადაწვეტილება გააპროტესტა. მათ კანონმდებლების მისამართით ხმამაღალი და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. მშობლების თქმით ეს რელიგიურ თავისუფლებას ეწინააღმდეგება. „ხალხი ამ ქვეყანაში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მსგავსი რამისგან დაეხსნა თავი“, - განაცხადა რუსული მართმადიდებელი ეკლესიის წევრმა.

თუმცა, კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ მას თორაში, ბიბლიასა და ყურანში არ შეხვედრია არანაირი მოთხოვნა, რომელიც ამბობს რომ შვილების აცრა დაშვებული არაა.

„თუ ირჩევ, რომ საკუთარი შვილი არ აცრა, შენ პოტენციურად სხვა ბავშვებს აზიანებ... ეს ნიშნავს, რომ შენ ირჩევ, რომ არ გაუშვა შენი შვილები სკოლაში“, - განაცხადა ბრონქსის ადგილობრივი საბჭოს წევრმა ჯეფრი დინოვიცმა.

ნიუ-იორკში წითელას შემთხვევების უმეტესობა ორთოდოქსი ებრაელების თემში დაფიქსირდა.

შტატის გუბერნატორმა კუომომ განაცხადა, რომ მას ესმის რელიგიის თავისუფლება, თუმცა რისკები ამას გადასწონის. „მე მოვისმინე ვაქცინის მოწინააღმდეგეების თეორიები, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები ამას გადასწონის“, - თქვა მან.

ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელბი შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს გარშემო ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ იბრძვიან, რომელიც წითელასა და სხვა დავაადებების წინააღმდეგ იმუნიზაციას, აუტიზმს უკავშირებს. ისინი ანტი-ვაქცინაციის კამპანიას მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი წამყვან გამოწვევად აფასებენ.

ნიუ-იორკის შტატის ზოგიერთი კანონმდებელი ამბობს, რომ მშობლების ნაწილი რელიგიურ თავისუფლებას საბაბად იყენებს იმისთვის, რომ ბავშვები არ აცრან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG