ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში ახალი პარტია ძლიერდება


იაპონიაში ახალი კონსერვატორული პოლიტიკური პარტიის აღმავლობა მოულოდნელობაა პრემიერ-მინიტრ შინზო აბეს მმართველი კოალიციისთვის, რომელმაც მმართველობის გასახანგრძლივებლად ნაადრევი არჩევნები დანიშნა.

სექტემბრის ბოლოს პრემიერმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები 22 ოქტომბერს დანიშნა.

ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გაძლიერების ფონზე, პრემიერ-მინისტრი იაპონელებში მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს. ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება აბეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებაში 2021 წლამდე დარჩეს.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც ჩანს, აბე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც იაპონიაში ეროვნული თავდაცვის გაძლიერების მხარდამჭერა იზრდება.

ექსპერტების შეფასებებით, მმართველი კოალიცია ადვილად დაამარცხებდა ლიბერალურ ოპოზიციას, რომელსაც “დემოკრატიული პარტია” წარმოადგენს.

თუმცა, პრემიერ-მინისტრის პარტიას მოულოდნელად კონკურენციას უწევს ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოილეს ახლადდაფუძნებული “იმედის პარტია”, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG