ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი და ტოკიო პრიორიტეტზე შეთანხმდნენ


შინზო აბე
შინზო აბე

ამერიკა და იაპონია თანხმდებიან იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ბირთვული რაკეტების გაშვების გეგმის შეჩერება ორივე ქვეყნის ლიდერისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ტოკიოში, პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი, რომელიც დღეს მას ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შედგა.

ორ ლიდერს შორის გამართული დიალოგის პარალელურად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ჯერ კიდევ აკვირდება ამერიკელების ქმედებას. გუამის კუნძულის დაბომბვა კი მანამდე მოიცდის.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოეთ კორეის მისამართით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. ამერიკის ტერიტორიისკენ ნებისმიერი რაკეტის გაშვებამ “შესაძლოა ესკალაცია მოახდინოს და ძალიან სწრაფად ომში გადაიზარდოს” - განაცხადა ჯიმ მატისმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG