ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი იაპონიის და ჩინეთის ლიდერებს ჩრ. კორეაზე ესაუბრა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან ში ძინპინთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრებში ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრა.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა და შიმ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა „კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად“ დარჩენის თაობაზე. ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, შიმ ტრამპთან საუბარში აღნიშნა, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებზე „ნეგატიურმა ფაქტორებმა“ იქონიეს გავლენა და ის იმედოვნებს, რომ ტრამპი სწორად მიუდგება ტაივანთან დაკავშირებულ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

1979 წლის შემდეგ ამერიკა აღიარებს ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას ტაივანის მიმართ და მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილად მიიჩნევს.

იაპონიის პრემიერთან, შინზო აბესთან საუბარში, თეთრი სახლის თქმით, ორივე მხარეს ერთიანი პოზიცია აქვს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. მათი თქმით, ამერიკა და იაპონია მზად არიან „უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს და ქმედებას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG