ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობამ 43%-ით იკლო


კორონავირუსის პანდემიამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ამერიკის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვაზე. კორონავირუსთან ერთად, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის შემცირება ახალმა საიმიგრაციო ბარიერებმა და ქვეყანაში არეულობამაც გამოიწვია.

ამერიკაში სასწავლო წელი 3 თვის წინ დაიწყო და აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სტუდენტების რიცხვმა 42%-ით იკლო. დაახლოებით, 40,000-მა სტუდენტმა, ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩაბარება სამომავლოდ გადადო.

ინფორმაციას საერთაშორისო განათლები ინსტიტუტი ავრცელებს. ინსტიტუტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული. სახელმწიფო დეპარტამენტი აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს ვიზებს ამერიკაში სასწავლებლად.

"კოვიდ-19-მა გავლენა მოახდინა საერთაშორისო სტუდენტების აქტივობაზე", წერია ანგარიშში. "ბევრმა საერთაშორისო სტუდენტმა, ამერიკაში, გამოიყენა შესაძლებლობა და სწავლა დისტანციურად დაიწყო".

ბოლო მონაცემებით, ამერიკულ სასწავლებლებში, 1 მილიონზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა. მათი 20%, ამ სემესტრში, ონლაინ სწვალებაზე გადავიდა, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო, უნივერსიტეტის კამპუსები დახურულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG