ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქუთაისის კლინიკაში 102 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა


კორონავირუსი საქართველოში

102 წლის ხანდაზმულმა გალინა ზაქრაძემ ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა დღეს დატოვა.

კლინიკის მედპერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში ორი კვირის წინ კორონა ვირუსის ინფექციით შეიყვანეს. ექიმების თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა, კლინიკიდან გაწერის მომენტში, დამაკმაყოფილებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG