ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად მაღალია


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

კორონავირუსით საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი. ეს ინფორმაცია დაადასტურა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ, საქართველოში კორონავირუსით 669 ადამიანია გარდაცვლილი.

გასული 24 საათის განმავლობაში კი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 76 658-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 58 674 არი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG