ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს


ტრამპის მომხრეთა დემონსტრაცია

დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს გულშემატკოვრობენ, შაბათს დედაქალაქ ვაშინგტონის ქუჩებში გამოვიდნენ.

დემონსტრაციები მოგვიანებით მიტინგში გადაიზრდება. აქციების მონაწილეები 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაჟღერებული დაუსაბუთებელი დარღვევების და ფალსიფიცირების ბრალდებებს იცავენ.

დღეს რამდენიმე მარში იგეგმება, მათ შორისაა, "მილიონ MAGA [გახადე ამერიკა ისევ დიადი] მარში", "ქალები ტრამპისთვის" დემონსტრაცია და მსვლელობა "გააჩერე მოპარვა".

ამ ეტაპზე, დონალდ ტრამპი უარს აცხადებს აღიაროს დამარცხება. სხვადასხვა შტატებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა ამ დრომდე უარყვეს სერიოზული დარღვევები და გაუმართაობა არჩევნებში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG