ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ საუდის არაბეთს ეწვია და ტახტის მემკვიდრე პრინცს შეხვდა


ისრაელის მედიაზე დაყრდნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც 22 ნოემბერს შეხვდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ისრაელის დაზვერვის სააგენტო „მოსადის“ ხელმძღვანელიც იმყოფებოდნენ.

ისარელის მედია რამდენიმე ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, რომლებიც სახელმწიფო მოხელეები არიან. მათი თქმით, ნეთანიაჰუმ და „მოსადის“ ხელმძღვანელმა იოსი კოგელმა მოლაპარაკება წითელი ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ნეომში გამართეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს და აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ ამ ინფორმაციის თაობაზე.

თუ ეს ცნობა დადასტურდა, ეს იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი საუდის არაბეთში.

მანამდე ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინის სამეფოსთან, აშშ-ის შუამავლობით მიაღწია შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG