ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის მოკავშირე ექიმი დამნაშავედ ცნეს


რუსეთის სასამართლომ ხუთშაბათს, ანასტასია ვასილევა, ექიმი, რომელიც მხარს უჭერს კრემლის კრიტიკოს პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის და მას მკურნალობდა, დამნაშავედ ცნო. ვასილევას კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევა ედება ბრალად. ვასილევა დამნაშავედ ცნეს იმ ბრალდებით, რომ ხალხს მოუწოდებდა წლის დასაწყისში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ და ნავალნის მხარდასაჭერად, საპროტესტო გამოსვლებში მიეღოთ მონაწილეობა.

მთავრობის განცხადებით, მისი ქცევა „უპასუხისმგებლო და უკანონო“ იყო, კოვიდ-19-ის გავრცელების შესაზღუდად დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. ვასილევა აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ეს განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. განაჩენით მას ეკრძალება მოსკოვის გარეთ გასვლა, ღამით სახლის დატოვება და მასობრივ თავშეყრებში მონაწილეობა.

ვასილევა ნავალნის 2017წელს მკურნალობდა მარჯვენა თვალში, მას ქიმიური დამწვრობის დროს, მას შემდეგ რაც მას თავს კრემლის მხარდამჭერი დაესხა.

მსგავსი ბრალდებებით, ნავალნის კიდევ რამდენიმე მოკავშირე იქცა ცნობილი დამნაშავედ, მათ შორის მისი პრესსპიკერი, კირა იარმიში და თანაგუნდელი ლიუბოვ სობოლი. ორივე მათგანმა ქვეყანა დატოვა. ვასილევა ექიმთა პროფკავშირების ხელმძღვანელია, რომელიც რუსეთში მარტსში „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG