ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა-რუსეთის დავა გემების საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოში ბოლო ეტაპზეა


ჰააგაში, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის მიერ უკრაინული საზღვაო ხომალდების მიტაცების საქმეზე ბოლო რაუნდი იწყება. ამ ეტაპზე მხარეები მოსმენისას არგუმენტებს წარმოადგენენ.

უკრაინული ხომალდები რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტიდან 2018 წლის შემოდგომაზე დააკავა. ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ, რუსული მხარე შავი ზღვის ახლომდებარე წყლებში ნავიგაციის ექსკლუზიური უფლების მოპოვებასაც ცდილობს. უკრაინამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქმე 2019 წელს წარადგინა. გემების დაკავება სერიოზული ესკალაცია იყო ორ მეზობელს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობისა, მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს ყირიმის ოკუპაციას და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას.

ოთხი დღის განმავლობაში ჩანიშნული მოსმენებისას არგუმენტებს პირველად რუსული მხარე წარმოადგენს, შემდეგ კი - უკრაინული. საუბარი იქნება საზღვაო ზონებისა და სუვერენიტეტის შესახებ, როგორც აზოვის ზღვაში, ისე უშუალოდ ქერჩის სრუტეში.

რუსეთის ხელისუფლებამ გემების ეკიპაჟი "რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" ბრალდებით დააკავა. გემები კი უკრაინული მხარის მტკიცებით ქვეყნის ორ სუვერენულ ტერიტორიას - ოდესასა და მარიუპოლს შორის გადააადგილდებოდნენ. რუსულმა მხარემ 24 უკრაინელი მეზღვაური 10 თვის შემდეგ გაათავისუფლა, ნავები კი ინციდენტიდან თითქმის 1 წლის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG