ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კიდევ 5 ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში კიდევ 5 ჯარისკაცი მოკლეს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით დღეს ავღანეთში ამ ორგანიზაციის კიდევ 5 ჯარისკაცი მოკლეს.

ნატოს 3 მებრძოლი ქვეყნის დასავლეთში ნაღმზე აფეთქდნენ. კიდევ ერთი მათგანი სამხრეთში ააფეთქეს. მეხუთე ჯარისკაცი კი ავღანეთის აღმოსავლეთში მოკლეს პარტიზანებმა.

ოთხშაბათს ავღანეთში ნატოს კიდევ 6 ჯარისკაცი დაიღუპა. მარტო ოქტომბერში ავღანეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 35 ჯარისკაცი მოკლეს.

ამასობაში ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბურჰანუდინ რაბანიმ განაცხადა, რომ თალიბები მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად, თუ მოწინააღმდეგე მხარე გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

ავღანეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებას უჭერს მხარს, თუმცა თავად თალიბები აცხადებენ რომ მხოლოდ უცხოეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის შემთხევევაში დათანხმდებიან ამგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG