ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს შტაბბინაში ბელარუსის დელეგაციას შესვლა შეეზღუდა 


ბელარუსის დიპლომატიურ მისიას ბრიუსელში მდებარე ნატოს შტაბბინაში შესვლა შეეზღუდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული და ის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა გააჟღერა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ეს გადაწყვეტილება მინსკის მიერ გასულ კვირას სამგზავო თვითმფრინავის იძულებით დაშვებას უკავშირდება.

ბელარუსს დიპლომატიური მისია ნატოში 1998 წლის შემდეგ ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი არ არის. მინსკს ნატოსთან კავშირი 1992 წლის შემდეგ აქვს დამყარებული.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიზღუდოს ბელარუსი დიპლომატების ნატოს შტაბში გადაადგილება,“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს იენს სტოლტენბერგმა. შეზღუდვების პარალელურად, ბელარუს დილომატებს კვლავ შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში, დაესწრონ სემინარებს და შეხვედრებს ისეთ თემებზე, რომელიც ეხება იარაღის კონტროლსა და სამხედრო განათლების საკითხებს.

მაისის თვის მიწურულს, ბელარუსის მიერ იძულებით მოხდა ავიარეისის ათენი-ვილნიუსის ფრენის შეჩერება. მინსკში თვითმფრინავი ბელარუსმა იძულებით დასვა და ბორტიდან დისიდენტი ჟურნლისტი, 26 წლის რომან პროტასევიჩი გაიტაცა. ამის შემდეგ ავიაკომპანია „რაინეარმა“ ფრენა დანიშნული მიმართულებით გააგრძელა.

მომხდარის გამო ბელარუსის ცაზე საერთაშორისო ფრენების შესრულებაზე ათობით კომპანიამ ური განაცხადა. ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა ბელარუსის ქმედება გააკრიტიკა და განცხადება საპასუხო ზომების მიღებაზე გააკეთა.

პროტასევიჩი სოციალურ ქსელ „ტელეგრამის", „ნექსტა ლაივ“-ის ადმინისტრატორია. ვებგვერდები დემონსტრაციებს სისტემატურად აშუქებდა. ის და მისი კოლეგა სტიაპან პუცილა ქვეყნიდან გასულ წელს წავიდნენ, შიშით, რომ მათ დააკავებდნენ მას შემდეგ, რაც მათი არხი მინსკმა „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2020 წლის ნოემბერში, ბელარუსში მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მასობრივი არეულობის გამოწვევის და სოციალური წესრიგის შერყევის ბრალდებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG