ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მინისტერიალის მოლოდინში


ორ-დღიანი შეხვედრა ბრიუსელში 4-5 დეკემბერს გაიმართება

2012 წლის 4-5 დეკემბერს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება. მინისტერიალს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გაუძღვება.

განსახილველ თემებს შორის მოიაზრება სირიის კონფლიქტი და სირიის ოპოზიციის დახმარების შესაძლებლობა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა 2014 წლის შემდეგ, კოალიციის ჯარების ავღანეთიდან გასვლის დეტალები, სიტუაცია თურქეთ-სირიის საზღვარზე -კერძოდ პატრიოტის რაკეტების განლაგება თურქეთის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით და ნატო-რუსეთის ურთიერთობები ალიანსში მოსკოვის ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ.

მომავალ სამშაბათს იგეგმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა მის ამერიკელ კოლეგასთან, სადაც რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სავარაუდოდ მოსკოვის შეშფოთებას დააფიქსირებს ნატოს წევრი ქვეყნის-თურქეთის ტერიტორიაზე-პატრიოტის ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტების განლაგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG