ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის „აგრესიულ“ რეფორმებს განიხილავენ


ახალი ანგარიში, რომელიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს 1 დეკემბრეს წარუდგინეს, ამბობს, რომ ალიანსი ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს უნდა გაუმკლავდეს, მათ შორისაა „დაჟინებით აგრესიული რუსეთი“ და „ჩინეთის აღზევება“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მინისტერიალზე განიხილეს მოსკოვისგან მომავალი მზარდი საფრხე და რუსეთის სამხედრო გაძლიერება ალიანსის ირგვლივ. საგარეო მინისტრებმა განიხილეს, თუ "რისი გაკეთება შეიძლება რუსეთის მზარდი სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ და შეირაღების კონტროლის შესანარჩუნებლად, ბირთვული იარაღის შეზღუდვების ჩათვლით, ვინაიდან "ახალი სტარტის" შეთანხმებას ვადა თებერვალში გასდის".

განიხილეს ასევე ავღანეთის მისიის საკითხიც. ნატოს მოუწევს ზოგიერთი რთული გადაწყვეტილების მიღება მისიასთან დაკავშირებით, თებერვალში, როდესაც ნატოს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან.

67-გვერდიანი ანგარიში, დაახლოებით, 140 სხვადასხვა შეთავაზებას აერთიანებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ალიანსი. შეთავაზებებიდან ერთ-ერთი ამბობს, რომ ალიანსი „უნდა ადაპტირდეს, რათა მომზადებული შეხვდეს სტრატეგიული გარემოს მეტ მოთხოვნებს“.

ანგარიში ამბობს, რომ თუ ნატოს წინაშე ერთი დიდი საფრთხე იდგა ცივი ომის პერიოდში, ახლა ის ორი „სისტემატური მოწინააღმდეგის“ წინაშეა, რუსეთისა და ჩინეთის, ისევე, როგორ „ტერორიზმის საფრთხის“.

ახალი ანგარიში, ასევე სთავაზობს ნატოს, გააუქმოს ინდივიდუალური ქვეყნებისთვის ვეტოს დადების უფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, ისე, როგორც ეს მოხდა უნგრეთის შემთხვევაში, როდესაც მან ნატოს არაწევრი პარტნიორის, უკრაინის გაღრმავებული ურთიერთობის შეთავაზების დროს ვეტო დაადო შეთავაზებას.

დოკუმენტი ნატოს ლიდერების სამიტზე, მომავალ წელს იქნება წარდგენილი. ის იქნება ნაწილი ნატოს განახლებული სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტისა, რომელიც 2010 წლიდან იღებს სათავეს.


ჟურნალისტებთან საუბრის დროს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ადაპტირდება იმისთვის, რომ „უპასუხოს რუსეთის " მასტაბილიზებელ ქმედებებს“, თუმცა მინისტრებს სჯერათ, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

ნატოს მინისტერიალზე, ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ბირთვული იარაღის შეზღუდვებისშენარჩუნებისა და შეიარაღების კონტროლის უფრო სრულყოფილი რეჟიმის შემუშავებაზე. ნატოს მინისტრები მიესალმებიან რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგსაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ახალი სტარტის“ შეთანხმებას თებერვალში ვადა ეწურება. „ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ არებობს შეთანხმდება, რომელიც დაარეგულირებს ატომური იარაღის ოდენობას“, თქვა სტოლტენბერგმა.

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო მხარს უჭერს მშვიდობას და ასევე, ერთგულია ავღანეთში ანტიტერორისტული მისიისა. ნატოს, ახლა, ათეულობით სხვადასხვა ქვეყნიდან, ავღანეთში, დაახლოებით,11000 ჯარისკაცი ჰყავს. მათი მანდატი

მოიცავს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მომზადებასა და კონსულტაციებს.

თუმცა, ამერიკული ჯარების რაოდენობა, რომელზეც ნატო იმედებს ამყარებს, 15 იანვრისთვის შემცირდება და ავღანეთში 2,000-დან 2მ500 მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. იმ სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის დაიდო, ყველა უცხოურმა ჯარმა, 2021 წლის 1 მაისისთვის, უნდა დატოვოს ავღანეთის ტერიოტია, თუკი გარემოებები ამის საშუალებას მისცემენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG