ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასოცირებული წევრის სტატუსი" - იდეა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის


დიპლომატები დენიელ ფრიდი და ალექსანდერ ვერშბოუ მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ. დიპლომატები ფიქრობენ, რომ 1980-იანი წლების შემდეგ, ახლა აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ფრიდისა და ვერშბოუს ანგარიში, დასავლეთს ეთგვარ სახელმძღვანელოს აძლევს, რა ტრაექტორიით უნდა წარმართოს რუსეთთან ურთიერთობა. "ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრაინასა და საქართველოს წევრობისთვის ახალი სტატუსის შექმნის იდეაზეც ისაუბრა. ვერშბოუ ხაზგასმით ამბობს, რომ მოსკოვთან სამომავლო უკეთესი ურთიერთობების სამსახვერპლოზე, დასავლეთმა რუსეთის მეზობელი ქვეყნები არ უნდა შეწიროს. დიპლომატი ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს, უკრაინასა და ახლა უკვე ბელარუსს, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაში უნდა დაეხმაროს.

ისტორია, როგორც ბედისწერა

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ, რომელიც მანამდე, 2001-2005 წლებში, რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო, ფიქრობს, რომ დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობების განსაზღვირსას, უკრაინისა და საქართველოს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. ვერშბოუ იხსენებს უკრაინაში მომხდარი ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდს და ამბობს, რომ ეს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინისთვის, რომელიც მაშინ ამერიკას უკრაინის „მოპარვაში“ სდებდა ბრალს. ვერშბოუ ფიქრობს, რომ პუტინმა სწორედ ამის შემდეგ გააძლიერა ძალისხმევა, დემოკრატიული ცვლილებებით, რუსეთის „ინფიცირების“ შესაჩერებლად.

„ამ მომენტიდან, ვლდაიმირ პუტინი დარწმუნდა, რომ დასავლეთს არა პარტნიორობა, არამედ რეჟიმის ცბვლილება სურს და რუსეთის გლობალურ სცენაზე მარგინალიზაციას ცდილობს. სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რის გამოც ბუშისა და ობამას ადმინისტრაციების დროს გადატვირთვა ჩავარდა და რის გამოც, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ბევრად უკეთ განვითარდა.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან იმედნადვე ცუდია, როგორიც ეს ცივი ომის დასაწყისში იყო, შესაძლოა უარესიც კი. სულ უფრო ნაკლები დაცვის მექანიზმები რჩება კონკურენციის სამართავად და შეიარაღებული კონფლიქტების ესკალაციის პრევენციისთვის“ - ამბობს დიპლომატი.

ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან იმედნადვე ცუდია, როგორიც ეს ცივი ომის დასაწყისში იყო, შესაძლოა უარესიც კი. სულ უფრო ნაკლები დაცვის მექანიზმები რჩება კონკურენციის სამართავად და შეიარაღებული კონფლიქტების ესკალაციის პრევენციისთვის.
ალექსანდერ ვერშბოუ

ვერშბოუ ფიქრობს, რომ დასავლეთი ისტორიას არ უნდა მიუდგეს, როგორც ბედისწერას. ის ამბობს, რომ არასწორია კრემლთან იმ მოსაზრებით მიდგომა, თითქოს ავტორიტარულ მმართველობაში ცხოვრება, რუსულ გენეტიკურ კოდში დევს. ამისთვის, არგუმენტად 1980-90-ანი წლების რუსეთი მოჰყავს და ამბობს, რომ რუსეთში მაშინ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ნამდვილი მოძრაობა იყო.

„დისიდენტობა მეინსტრიმად იქცა და შთამბეჭდავი ის იყო, რომ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის იდეები, თავად კომუნისტური პარტიის რიგებიდან მოდიოდა. თუმცა ეს მცდელობა, რიგი მიზეზების გამო წარუმატებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, პუტინი არასდროს იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს. პუტინის სისტემური ძალისხმევა დემოკრატიული ინსტიტუტების აღსაკევეთად წარმატებული აღმოჩნდა. ეს დაიწყო დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლით, ოპონენტების დაკავებითა და მოწამვლით“ - ამბობს ვერშბოუ.

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ფიქრობს, რომ ხაბაროვსკსა და მინსკში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცვლილებების სურვილზე მიანიშნებს, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგრამ, როგორ უნდა იმოქმედოს ამ პროცესების პარალერულად დასავლეთმა?

„არ იჩქაროთ“ - ეს არის დიპლომატის პირველი რეკომენდაცია დასავლეთს.

„ჩვენი პრინციპების ხარჯზე, ნუ შეეცდებით პუტინთან დიდი გარიგებების დადებას. მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე, ნუ შესწირავთ სხვა ქვეყნებს. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატოს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები. მაგრამ, ამ ყველაფრის თქმისას, ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში. პუტინი, ხელისუფლებაში შესაძლოა კიდევ 10, 16 ან მეტი წლის განმავკლობაში დარჩეს და მან აირჩიოს პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება იმ ნარატივის გაგრძელებით, რომ დასავლეთმა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა და უარყო მისი ღირსეული ადგილი მსოფლიოში.

პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან სუვერენიტეტი.
ალექსანდერ ვერშბოუ

ამიტომ, ურთიერთობის სტაბილიზება, ახლო პერიოდში, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ პასიურები და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. ჩვენი რჩევაა, როდესაც ჩართულები ვართ რუს პოლიტიკურ ლიდერებთან, ოფიციალურ პირებთან, ასევე უნდა დავუკავშირდეთ რუსულ სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით, ახალ თაობას. შესაძლოა ეს უფრო გართულდეს, როცა რუსეთში ოპოზიციურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უცხოეთის აგენტებად ნათლავენ. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ ახალ გზებზე, რათა ჩამოვიყვანოთ რუსეთის მეტი ახალგაზრდა მოქალაქე ამერიკასა და ევროპაში. საპასუხოდ უნდა ვიბრძოლოთ საინფორმაციო სივრცეში, რათა ნათელი გავხადოთ დასავლეთის მიზნები. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები სასარგებლო იქნება ახალი ადმინისტრაციისთვის და ასევე იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები საფუძველი იქნება ტრანსალტლანტიკური სტრატეგიისა რათა, ადრე თუ გვიან, მტრობა უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობად იქცეს“ - აცხადებს ვერშბოუ.

შექმნა, თუ არა პუტინი დასავლეთმა?

„რუსეთის საკითხებზე მომუშავე დასავლელი სპეციალისტები ყოველთვის ამბობენ, რომ რუსეთი არასდროს იქნება იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლაა. ამიტომ გვირჩევენ, ვიმოქმედოთ რუსეთთან, როგორიც ის არის. ამ რჩევის მიღება ძალიან რთულია, რადგან რუსეთი ეს არის ავტორიტარული კლეპტოკრატია, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად პოლიტიკურ მკვლელობებს, ატორიტარულ ტაქტიკებს იყენებს მეზობლების დასამორჩილებლად, ომის და დაშინების გზებს მიმართავს. ასევე, თავს ესხმის დემოკრატიას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ყველაფერი არ არის კარგი საფუძველი, მასთან მდგრადი უერთიერთობისთვის. მაგრამ, არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ხელი შეუწყვეს რუსეთის გაუცხოებას. ამიტომ, პუტინის რუსეთის შექმნა, გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობაცაა“ - ამბობს დენიელ ფრიდი.

ფრიდი მსჯელობს, რამდენად შორს წავიდა პუტინის რუსეთი და რამდენად წარმატებულია მასთან გამკლავებისას დასავლეთი. მიუხედავად იმისა, რომ „პუტინიზმის“ შექმნაში დიპლომატი დასავლეთის გარკვეულ როლსაც ხედავს, ის ამბობს, რომ პუტინის რუსეთის ტრავმამ შქმნა, რომელიც თავის მხრივ, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის კოლაფსმა, არამედი იმპერიის ჩამოშლამაც გამოწვია.

„არსებობს მითი, რომ ჰიტლერი, როგორღაც, ევროპამ შექმნა, - გერმანიის მიმართ გატარებული პოლიტიკით. ასევე, არსებობს მითი, შეხედულება, რომ დასავლეთს ასეთივე მიდგომები ჰქონდა პოსტსაბჭოთა რუსეთის მიმართ. თუმცა, თუ პუტინის ადრეულ წლებს, კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციების მიდგომებს გადავხედავთ, საქმე მთლად ასე არაა. მაშ, რა არის პრობლემა, სად დავუშვით შეცდომა?

საქმე ისაა, რომ რაც რუსეთში მოხდა, ამაში ჩვენი ბრალეულობა არ არის. ეს წლების განმავლობაში, ცუდი რუსული პოლიტიკის, რუსული ავტორიტარიზმის დილემაა, რომელიც ასუსტებს რუსულ ეკონომიკას და თავად რუსეთს. ამის საკომპენსაციოდ, სუსტი რუსეთის ლიდერები აგრესიის გზას მიმართავენ - როგორც მოსაზრღვრე ქვეყნების წინააღმდეგ, ასევე დასავლეთის, დასავლური იდეების, დემოკრატიების წინააღმდეგ. მეფე ნიკოლოზი ერთ-ერთი პირველი, იყო ვინც სამხედრო ძალა გამოიყენა ლიბერალური იდეებისგან რუსეთის დასაცავად.

განწირულები ვართ პუტინიზმისა და დასრულებელი მტრული ციკლისთვის? არა.
დენიელ ფრიდი

ამ წრის გარღვევა გორბაჩოვმა სცადა, შემდეგ ელცინმა. ორივემ მარცხი განიცადა. მარცხის მიზეზი კი ნგრევის ტრავმა იყო, ტრავმა, გამოწვეული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის კოლაფსის, არამედ რუსული იმპერიის, რა სახითაც ის მე-17-ე საუკუნის შუა წლებში არსებობდა. ეს ტრავმა მხრებზე ელცინს დააწვა. განწირულები ვართ პუტინიზმისა და დაუსრულებელი მტრული ციკლისთვის? არა. ცოტა ხნის წინ, რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსი ვლადიმირ ფორლოვი წერდა, რომ რუსეთმა საკუთარ თავს გადააჭარბა ფსონის დონალდ ტრამპზე დადებით, როცა ოვალურ კაბინეტს ჯო ბაიდენი იკავებს. მათ იციან, რომ რუსეთმა გადააჭარბა და მზად არიან უკეთეს მომავალზე იფიქრონ“ - ამბობს დიპლომატი.

რუსეთი ნატოში

გასული საუკინის 1980-90-იანი წლების რუსეთის პერსპექტივებზე საუბრობს დოქტორი სელესტ ვოლანდერი. ვოლანდერი ფიქრობს, რომ ელიცინის ხელისუფლების წარუმატებლობაში, გარკვეული როლი ნატო-რუსეთის ურთიერთობებმაც შეასრულა.

„1980-90-იანი წლებში, რუსეთისთვის ჩანდა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო თანამედროვე ლიბერალიზმში ინტეგრირებული. თუმცა, რუსეთმა ამ გზას გადაუხვია და მივიღეთ ის, რასაც პუტინიზმს ვიწოდებთ. პუტინიზმისთვის საფრთხეს ლიბერალიზმი წარმოადგენს. 1990-იანი წლები, ეს იყო იმედის ერა და არა შეთქმულების თეორია, ან სტრატეგია რუსეთის დასუსტებისთვის. ვფიქრობ, რომ ელცინის ხელისუფლების წარუმატებლობაში გარკვეული როლი ნატო-რუსეთის ურთიერთობამ შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვფიქრობ არსებობდა ნება, რომ ნატოს წევრობისთვის რუსეთისთვის კარი ღია ყოფილიყო. მაგრამ, ღია კარის ეს პოლიტიკია, 1990-იანი წლების რუსული საგარეო პოლიტიკის შემქნელებისთვის, პრაქტიკულ, ფაქტობრივ მოცემულობად არ აღიქმებოდა“ - ამბობს ვოლანდერი.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ორგანიზაციის [ნატოს] წევრობით, სადაც ლატვიასთან თანაბარი პოზიცია გვექნება.
სერგეი ივანოვი

დიპლომატი დენიელ ფრიდი იხსენებს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისსა და რუსეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, სერგეი ივანოვს შორის გამართულ დიალოგს. ფრიდის თქმით, ივანოვმა რაისს უთხრა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ნატოს წევრობით.

„რუსეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბუშის ადმინისტრაციის ადრეულ წლებში, მე ვუთხარი კონდოლიზა რაისს, რომ ამ საკითხს კონცეპტუალურად უნდა მივყვეთ. დაე, რუსებმა იცოდნენ, რომ ნატოში მათი წევრობა შესასძლებელია. რაისი სკეპტიკურად განეწყო. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ ის მირეკავს და მებუნება, „კეთილი, იდეა სერგეი ივანოვთან გავაჟღერე. მან მითხრა, რომ არ არიან დაინტერესებულნი ნატოს წევრობით.“

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ორგანიზაციის წევრობით, სადაც ლატვიასთან თანაბარი პოზიცია გვექნება და აღარასდროს გვკითხო ამის შესახებ“ - უთხრა ივანოვმა რაისს“ - იხსენებს დენ ფირიდი.

საქართველოსა და უკრაინის მომავალი ნატოში

"ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.

"ასოცირებული წევრის სტატუსი"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:19 0:00

„ნატოში რუსეთის წვერობის საკითხი, სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“ - განაცხადა ვერშბოუმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG