ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერის და შავი ზღვის რეგიონის გაძლიერებაზე ისაუბრებენ


ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინსტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ალიანსის მინისტერიალზე, სხვა თემებთან ერთად, განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონის და საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დაწყებამდე თქვა, რომ ნატო უფრო აქტიური უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონში. სტოლტენბერგის თქმით, ამ რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატოსა და მისი მოკავშირეებისთვის.

სტოლტენბერგმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზეც და აღშნიშნა, რომ ალიანსის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელია.

"არ დავიწყებ კონკრეტული თარიღებით სპეკულაციას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. მჯერა, რომ საუკეთესო გზა საქართველოსთვის ნატოსთან დასაახლოებლად რეფორმების განხორციელების გაგრძელება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციაა", - თქვა მან.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოსთვის უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვია, უკრაინის შემთხვევაში ყირიმის ანექსიით და საქართველოში, მის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განთავსებით.

"ახლა საქართველოში ნატოს უფრო მეტი ძალებია განთავსებული. მაგალითად, თბილისის მახლობლად ნატოს საწვრთნელ ბაზაზე", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საკითხს 2 დეკემბერს, ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილავენ.

"საქართველო ძალიან დაფასებული პარტნიორია, და ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყველას უსაფრთხოებას აძლიერებს. მე მჯერა, რომ ეს პარტნიორობა კარგია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც. საქართველო მონაწილეობს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ საქართველოსთან ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონის კონტექსტშიც, ვაწვდით როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ დახმარებას. ჩვენ გავზარდეთ მხარდაჭერა საზღვაო ძალების კუთხით, მათ შორის სასაზღვრო დაცვის წვრთნები, გავზარდეთ საჰაერო რადარების მონაცემების გაზიარება და ერთად ვმუშაობთ ჰიბრიდული საფრთხეები წინააღმდეგ. ტარდება ერთობლივი წვრთნები შავი ზღვის რეგიონში", - თქვა გენერალურმა მდივანმა.

მინისტერიალზე ყურადღებას გაამახვილებენ, მოსკოვისგან მომავალ მზარდ საფრხეზე. საგარეო მინისტრები განიხილავენ თუ "რისი გაკეთება შეიძლება რუსეთის მზარდი სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ და შეირაღების კონტროლის შესანარჩუნებლად, ბირთვული იარაღის შეზღუდვების ჩათვლით, ვინაიდან "ახალი სტარტის" შეთანხმებას ვადა თებერვალში გასდის".

"რუსეთი ახდენს თავისი ატომური არსენალი მოდერნიზებას და ქმნის ახალ რაკეტებს", -თქვა სტოლტენბერგმა. "ის აგზავნის და ანთავსებს უფრო მეტ სამხედრო ძალას ჩვენს სამეზობლოში, დაწყებული სირიიდან და ლიბიიდან. ასევე, ვხედავთ გაზრდილ რუსულ ძალებს ბელარუსის მოვლენების და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შედეგად", - განაცხადა სტოლტენბერგმა, რუსეთზე საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრების ყურადღების ცენტრში იქნება ასევე ავღანეთიდან კონტინგენტის გაყვანის საკითხიც, რასაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა „რთული დილემა“ უწოდა.

შეერთებულ შტატები, რომელიც ავღანეთში ნატოს მისიის კრიტიკული მონაწილეა, 2021 წლისათვის გეგმავს, იქ საკუთარი შეიარაღებული ძალები 2500-მდე შეამციროს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მინისტერიალი 1-2 დეკემბერს გამართება. კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG