ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი, ბაიდენი და ნატო


2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს „დრომოჭმული“ უწოდა. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არ ამახვილებდა ყურადღებას ტერორიზმის საფრთხეზე.

ამ ნაბიჯმა ნატოს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია. მოკავშირეების - რომელთაც ამ დროს რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან გამკლავება უწევდათ.

თუმცა, 2017 წლისთვის პრეზიდენტმა ტონი შეცვალა.

„ახლა ტერორიზმს ებრძვიან. მე მას დრომოჭმული ვუწოდე, თუმცა ეს ასე აღარაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა 2017 წელს.

მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპისთვის არაპროგნოზირებადი თეთრი სახლი, რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა.

„გჭირდება მოკავშირე, რომელსაც შეგეძლება დაეყრდნო, განსაკუთრებით როცა საქმე დიდი წონის მქონე შეერთებულ შტატებს ეხება“ , - ამბობს ჯულია ნორმანი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.

ევროპელი მოკავშირეების ნაწილი ფიქრობს, რომ ბაიდენთან მათ შეიძლება უფრო მეტი ქონდეთ საერთო.

"ბაიდენი მისი წარსულიდან გამომდინარე, ნატოს მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილია. და ნატო... ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია“, - ამბობს იან ბონდი, ევროპის რეფორმის ცენტრიდან.

თუმცა, დონალდ ტრამპის მხარდამჭები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის პოლიტიკა მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით უნდა შეფასდეს.

ტრამპის პირობებში 2017 წელს, ცივი ომის შემდეგ პოლონეთში ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი დისლოცირდა. ტრამპი პოლონეთსა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ზოგ ქვეყნებში პოპულარულია.

„ზოგიერთ ამ ქვეყანას ურჩევია, რომ პრეზიდენტი ტრამპი დარჩეს თეთრ სახლში“, - ამბობს ნორმანი.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თუმცა, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, გერმანიას ტრამპი ნატოს საერთო უსაფრთხოებისთვის საკმარისი თანხების გაუღებლობაში ადანაშაულებს. თეთრმა სახლმა გერმანიიდან 20,000 ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწვეტილება მიიღო.

პრეზიდენტის მკაცრი ტონის მიუხედავად, მეთიუ პარისის თქმით, ის სიმართლეს ამბობს, რომლის მოსმენაც ევროპელებს არ სურთ.

„ის ინტუიტურად მართალი იყო ბევრ შემთხვევაში. მაგალითად იმაში, რომ საჭირო იყო ჩინეთისთვის ვაჭრობის საკითხებზე წინააღმდეგობის გაწევა. ის მართალია ნატოზე დანახარჯების შემთხვევაშიც, მართალს ამბობს, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა საკმარისს არ აკეთებს“, - ამბობს მეთიუ პარისი - პოლიტიკური კომენტატორი და ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი კონსერვატორი წევრი.

ნორმანი კი თვლის, რომ ვაშინგტონის მკაცრი მიდგომა ჩინეთის მიმართ, სავარაუდოდ არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება თეთრ სახლში.

„ბევრი დემოკრატი, მათ შორის ბაიდენიც, იზიარებს ჩინეთით ტრამპის შეშფოთებას - და ბევრი ევროპელი [მოკავშირეც] ამ აზრზეა ჩინეთის თაობაზე“, - ამბობს ნორმანი.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი განხეთქილების საგანი, კლიმატური ცვლილებებია. ბაიდენი ამ კუთხით, ბრიუსელთან პოზიციებით უფრო ახლოსაა.

„ვფიქრობ, ევროპისთვის ნათელია, რომ ამ არჩევნებზე სასწორზე ის საკითხი დევს, რაც მომავალი 10-15 წლის მანძილზე საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება“, - აცხადებს ლესლი ვინჯამური, "ჩატამ ჰაუსიდან".

რუსეთიდან დაწყებული, ახლო აღრმოსავლეთში კონფლიქტებითა და თურქეთთან დაძაბული ურთიერთობით დამთავრებული - ევროპას ბევრი სტატეგიული გამოწვევა უდგას წინ. ვაშინგტონი, ამ საკითხებში, სავარაუდოდ გადამწვეტ როლს ითამაშებს, იმის მიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვებს ნოემბრის არჩევნებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG