ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ავიაციამ მეამბოხეთა პოზიციები დაბომბა


ნატოს ავიაციამ მეამბოხეთა პოზიციები დაბომბა
ნატოს ავიაციამ მეამბოხეთა პოზიციები დაბომბა

ლიბიელი მეამბოხეების განცხადებით ნატოს ავიაციამ მათი პოზიციები დაბომბა ქალაქ ბრეგას მახლობლად. ამ თავდასხმის შედეგად რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა.

ამ ქალაქის გარშემო რადმენიმე დღეა მიმდინარეეობს ბრძოლებიო აჯანყებულებსა და მუამარ კადაფის ერთგულ ნაწილებს შორის.

ლიბიელი მეამბოხეები უკმაყოფილონი არიან ნატის ავიაციის მოქმედებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას და არც ისე ეფქტურად მოქმედებს ბრძოლის ველზე.

ამასობაში ამერიკელბი, ევროპელები და მათი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში 13 აპრილს კატარში აპირებენ შეკრებას ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის განხილვის მიზნით.

საფრანგეთი ამ შეხვედრაზე აფრიკის კავშირის ქვეყნების წარმომდგენლებსაც ეპატიჟება.

თავის მხრივ მუამარ კადაფიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას მიწერა წერილი, რომელშიც მას პატარა ერის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG