ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისტორიული დღე" - ჯეიმს ვების ტელესკოპის პირველი ფოტო


SPACE-EXPLORATION/

ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო ნასამ გამოაქვეყნა. ფოტოზე აღბეჭდილია გალაქტიკები. ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა წერტილშია გადაღებული.

ნასაში ამბობენ, რომ ფოტოების გადაღებას კვირები დასჭირდა. მაღალი გარჩევადობის ფოტოები კი სპეციალისტებს კვლევებში დახმარებას გაუწევს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფოტოზე ჩანს გალაქტიკების ნაკრები, ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედის, მფრინავი თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით. სპეციალისტები ამ მონაკვეთს, SMACS 0723-ს უწოდებენ.

უძლიერესი ტელესკოპი, ნასას, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და კანადის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლობით ოპერირებს და ამ დროისთვის მზის ორბიტაზე, დედამიწიდან თითქმის ერთი მილიონი მილის მოშორებითაა.

2021 წლის კოსმოსური ამბები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:32 0:00

შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერების აზრით, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გაკეთებული აღმოჩენები, კოსმოსის შესწავლის და სამყაროს საწყისების აღქმის თვალსაზრისით, შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს.

მსოფლიოში უმძლავრესმა ტელესკოპმა სტარტი მიმდინარე წლის დასაწყისში აიღო და ის ერთი თვის განმავლობაში იტესტებოდა. სპეციალისტებმა დედამიწიდან ტელესკოპის ყველა დეტალი შეისწავლეს და გამოსცადეს, რამდენიმე საათის წინ კი, საზოგადოებას პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტოები წარუდგინეს.

პირველი ფოტოების გავრცელებას თეთრ სახლში ადევნებდა თვალს, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც თქვა, რომ ეს „გამაოგნებელია“ და დაამატა, რომ "ეს ისტორიული დღეა"

„ეს არის ისტორიული მომენტი, ამერიკისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ეს ფოტოები შეახსენებს მსოფლიოს, რომ ამერიკას შესწევს უნარი, აკეთოს დიდი საქმეები. ამერიკელ ხალხს, ჩვენს შვილებს კი აჩვენებს, რომ არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა მიმართვაში აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევების ეროვნულ ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG