ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაერთი საერთაშორისო გაფრთხილების მიუხედავად, ფხენიანი აცხადებს, რომ კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელიც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რაკეტა, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან იქნა გაშვებული, იაპონიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.

ბოლო გამოცდა ადასტურებს იმას, რომ პეკინი ფხენიანის გაკონტროლებას ვერ ახერხებს. ამასთან, ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალიცაა ტოკიოს პოლიტიკური წრეებისთვის. ამ ეტაპზე პეკინის რეაქცია უცნობია. ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩინეთს, სავარაუდოდ, ფხენიანზე სანქციების გამკაცრებისკენ უბიძგებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG