ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიღუპა ჩრდილოეთ კორეიდან გადმოყვანილი ამერიკელი პატიმარი


გარდაიცვალა ოტო უარმბიერი, 22 წლის ამერიკელი სტუდენტი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში თითქმის წელიწადნახევარი ციხეში გაატარა. ფხენიანმა კომაში მყოფი პატიმარი ოჯახს გასულ კვირას გადასცა. ის სასტუმროში პოლიტიკური პლაკატის მოპარვის ბრალდებით დააკავეს.

ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის ექიმებმა ოტო უარმბიერს თავის ტვინის მძიმე დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ პატიმარი ბოტულიზმით დაავადდა და საძილე წამლის დალევის შემდეგ, კომაში ჩავარდა. ოტოს ოჯახს კი ეჭვი აქვს, რომ ის ამ მდგომარეობამდე პატიმრობის პერიოდში სასტიკი მოპყრობით მიიყვანეს.

ორშაბათს, ოტო უარმბიერის ოჯახს ამერიკის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. “არაფერია იმაზე უფრო ტრაგიკული, ვიდრე ახალგაზრდა შვილის დაკარგვა” - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში. პრეზიდენტის თქმით, ეს ფაქტი მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილებისთვის ბრძოლის აუცილებლობას “იმ რეჟიმებთან, რომლებიც პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და ადამიანის ელემენტარულ ღირსებას”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG