ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კოლეჯის სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავდათ დატყვევებული, დღეს გაათავისუფლეს. განცხადებას ამის თაობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აკეთებს.

22 წლის ოტო უერმბიერს, 2016 წელს პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვის მცდელობისთვის, ჩრდილოეთ კორეის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტილერსონის განცხადების მიხედვით, ის უკვე თვითმფრინავშია და ოჰაიოში, შინ ბრუნდება.

"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ოტო წელიწადზე მეტია კომაში იმყოფება. მშობლები ამბობენ, რომ ფხენიანიდან მისი სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა. ფრედ და სინდი უერმბიერებს უთხრეს, რომ შარშან, მარტის თვეში, მათ შვილს ძილის წამალი დაალევინეს, რის შემდეგაც მას აღარ გაუღვიძია.

დღეს კალათბურთის ყოფილი ვარსკვლავი დენის როდმანი მის გამოსახსნელად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა. ის ქვეყნის ლიდერთან მეგობრობს, რომელიც, როგორც ამბობენ, კალათბურთის, კერძოდ, როდმანის გუნდის დიდი ხნის გულშემატკივარია.

რექს ტილერსონს თავის განცხადებაში როდმანის ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება არ უხსენებია. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ გრძელდება ფხენიანთან მოლაპარაკება იქ დარჩენილი 3 ტყვის გათავისუფლების თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG