ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენის როდმანის თხოვნა


კალათბურთის ყოფილი ვარსკვლავი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თხოვნით მიმართავს

ამერიკის კალათბურთის ეროვნული ლიგის ყოფილი ვარსკვლავი, 51 წლის დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს პატიმრობაში მყოფი ამერიკის მოქალაქის გათავისუფლებას სთხოვს. წლის დასაწყისში როდმანი მედიის ხელახალი ყურადღების ცენტრში ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის ლიდერთან სტუმრობის შემდეგ მოხვდა. „ჩრდილოეთ კორეის უმაღლეს ხელისუფალს, რომელსაც მე კიმს ვეძახი, ვთხოვ, ჩემი ხათრით, კენეტ ბაე გაათავისუფლოს“ - ეს განცხადება როდმანის თვითერზე სამშაბათს გამოჩნდა.

კენეტ ბაე გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ტურისტად შევიდა. ის წინა კვირას სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ გაურკვეველი სახის დანაშაულებებში დამნაშავედ სცნეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის მეექვსე ამერიკელია, რომელიც 2009 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ დააპატიმრა. ამ ეყაპზე კენეტ ბაეს გარდა ყველა ვადამდე გათავისუფლებულია.
XS
SM
MD
LG