ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეაში ბრუნდება


კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (NBA) ყოფილი ვარსკვლავის, დენის როდმანის ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ჩასვლის შემდეგ, ჩნდება ქვეყანაში დაკავებული ამერიკელი ტყვის გათავისუფლების შანსი. მაგრამ, ეს ნაბიჯი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული შეშფოთების საგანია. ამასთან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ როდმანის არაოფიციალური დიპლომატია ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ლიდერისადმი ერთგვარი სიმპათიების გაღვივებასაც შეუწყობს ხელს.

დენის როდმანი დღეს ჟურნალისტებმა პეკინის საერთაშორისო აეროპორტში გადაიღეს, საიდანაც ის გეზს ფხენიანისკენ იღებდა. “მე მხოლოდ დახურული კარის გაღებას ვცდილობ” - თქვა ყოფილმა კალათბურთელმა.

ტოკიოში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, როდმანის, როგორც კერძო პირის, ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრების ფაქტი დაადასტურა. “ჩვენ მას კარგად ყოფნას ვუსურვებთ. თუმცა, იქ ამერიკელთა გამგზავრებისთვის საგანგებო გაფრთხილება გამოვეცით და მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება არ ვურჩიეთ” - თქვა თომას შანონმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG