ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ბოლო სარაკეტო გამოცდას წარმატებულად აფასებს


სიზუსტის ახალი სისტემით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდა, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, წარმატებული გამოდგა. მისი მოსაზღვრე ქვეყანა სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ რაკეტა იაპონიის ზღვაში, ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროსგან, დაახლოებით, 450 კილომეტრის მოშორებით ჩავარდა.

რაკეტის ტესტირებას 6 წუთის მანძილზე თვალს შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობა ადევნებდა. შეიარაღებული ძალების განცხადებით, „სკადის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა ახლო რადიუსის აღმოჩნდა და ის ჩრდილოეთ ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ამ ნაბიჯით “ჩრდილოეთ კორეამ მეზობელი ჩინეთის მიმართ დიდი უპატივცემულობა გამოხატა”. თუმცა, ამერიკის ლიდერმა ჩინეთი დიალოგის გზით პრობლემის გადაწყვეტის სერიოზული “მცდელობისთვის” მაინც შეაქო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG