ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე გაერო საგანგებო სხდომას იწვევს 


გაეროს უშიშროების საბჭო სამშაბათს საგანგებო სხდომის გამართვას გეგმავს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების ბოლო გამოცდების გამო დაინიშნა. ურუგვაის მისია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იუწყება, რომ სხდომის მოწვევა შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეის და იაპონიის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მასობრივი წარმოებისთვის მზად არის. სამხრეთ კორეის ცნობით, ფხენიანმა კვირას კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა, რომელმაც 500 კილომეტრი იფრინა, ვიდრე იაპონიის ზღვაში ჩაეშვებოდა. ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო კვირის მანძილზე განხორციელებული უკვე მეორე ტესტირება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG