ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ მსჯელობენ


ექსპერტები და პოლიტიკოსები აფხაზეთში ამ სისტემის განლაგებას აფასებენ.

მოსკოვმა აფხაზეთში შორი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დააყენა.

კრემლის პროპაგანდისტები თვლიან, რომ ამ ფორმით რუსეთი თავის მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს.

თავდაცვის სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იგორ კოროტჩენკო კრემლის ოფიციალური აზრის გამტარებელია. მან საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიში“ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს მხრივ ახალი კონფლიქტის ესკალაციას.

“ჩვენ ამერიკის მაგალითზე დაყრდნობით გავაერთიანეთ კავკასიის სამხედრო ოლქები ერთ ოლქად. ჩვენ ამ ფორმით ვცდილობთ დავიცვათ საკუთარი ტერიტორიები ქართული აგრესიისგან. მშვენივრად ვიცით, რომ სააკაშვილი აქტიურად აიარაღებს თავის არმიას, ვაშინგტონი კი ეხმარება ჯარის მომზადებაში. უნდა ვაღიარო, რომ სააკაშვილმა მოახერხა შეექმნა თანამედროვე ძლიერი ჯარი. ახლა, როცა საქართველოს ყავს სერიოზული არმია, არ გამოვრიცხავ ახალ ომს.

დარწმუნებული ვარ თბილისი შეეცდება სიტუაციის გამწვავებას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. რატომ გიკვირთ კრემლი საკუთარი ხალხის დაცვას რო ცდილობს? აბსოლუტურად მართებულია აფხაზეთში შორი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება. თბილისი აშკარად ზრდის ჯარას პოტენციალს. ეს კი მოსკოვის შეშფოთებას იწვევს“.

სამხედრო ექსპერტი პაველ ფილგენგეუერი თვლის, რომ კრემლი ცდილობს მოსახლაობის ყურადღება ქართულ საფრთხეზე გადაიტანოს.

“სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რაში დაჭირდა რუსეთს აფხაზეთში ს-300 სისტემის დაყენება. ისინი საკმაოდ მოძველებულნი არიან. ვფიქრობ, კრემლი ამ ფორმით ცდილობს დაიცვას თავისი ორი ძირითადი ბაზა სამხედრო აეროდრომი გუდაუთაში მა სოხუმის სამოქალაქო აეროპორტი. რაც შეეხება გენერალ ალექსანდრე ზელინის განცხადებას, თითქოს ს-300 რაკეტები ემსახურერება აფხაზეთის დაცვას, ვშიშობ, რომ ბატონ ზელინს სერიოზული ინტოქსიკაცია ჭირს, ალბათ მოსკოვის სმოგმა გონება დაუბნელა.

თუმცა, არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ეს განცხადება სპეციალურად არის გაკეთებული რუსეთში არსებული მწვავე პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად“.

პოლიტოლოგი ალექსანდრე გოლცი იგორ კოროტჩენკოს განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

“მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობისა, ომის ვარიანტს გამოვრიცხავ. რუსეთი საკმაოდ სერიოზული პრობლემებას წინაშე დგას, თან 2012 წლის არჩევნებიც ახლოსაა, მერწმუნეთ, პუტინს არ აწყობს იმიჭის გაფუჭება“.

მიუხედავად იმის, რომ რუსეთი სერიოზულმა ხანძარმა მოიცვა, კრემლის მთავარ საფრთხეს საქართველო წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG