ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის ტერაქტის სამი ორგანიზატორი მოკლეს


სამი ადამიანი, რომლებიც მოსკოვის მეტროში ტერორისტული აქტის ორგანიზებაში იყვნენ ეჭვმიტანილი, პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპნენ.

რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, 29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული სამი ადამიანი მოკლულია. ამის შესახებ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, სამივე ბრალდებულმა სამართალდამცავებს ძლიერი, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკების შედეგად სამივე მათგანი იქნა მოკლული.

ბორტნიკოვის განცხადებით, ერთერთმა ორი თვითმკვლელი ტერორისტი ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსკოვში თავად ჩაიყვანა.

29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG