ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ოფიციალური პირები აგვისტოს ომზე


ჩვენი კორესპონდენტის სპეციალური რეპორტაჟი მოსკოვიდან.

დღეს, დამოუკიდებელ პრეს-ცენტრში, პოლიტოლოგ რუსლან პუხოვმა და დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა კონსტანტინე მაკიენკომ რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენეს.

რუსეთის ექსპერტების დიდ ნაწილი თვლის, რომ აგვისტოს მოვლენებში სრული პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება,

დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი კონსტანტინე მაკიენკო არ გამორიცხავს კონფლიქტის ესკალაციას.

“ვთვლი, რომ საქართველო-რუსეთს შორის სიტუაცია არ დარეგულირდება სანამ სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი. პირიქით, ჩვენს ქვეყნებს შორის მდგომარეობა შეიძლება უფრო გამძაფრდეს, ვინაიდინ სააკაშვილი ცდილობს განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი აფხაზეთთან და ოსეთთან მიმირთებაში“.

პოლიტოლოგი რუსლან პუხოვი თავის კოლეგისგან განსხვავებით მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

“ვფიქრობ, ის რაც ჩვენ ქვეყნებს შორის აგვისტოში მოხდა, არ არის ტენდენცია. ეს უფრო გამონაკლისია. ქართველ ჯარისკაცებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს ომი. იმედი მაქვს, სააკაშვილის წასვლისთანავე სიტუაცია დარეგულირდება“.

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსეი მუხინი თვლის, რომ ობამამ საქართველოს ზურგი აქცია და კრემლის მხარდაჭერაზე გადავიდა.

“საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ომის წამოწყებაში, მოსკოვი კი ტრადიციულად დუმს. კრემლმა თავისი ჩანაფიქრი განახორციელა, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ჩამოაჭრა და არანაირი სანქცია არ მიიღო ევროკავშირისგან.

ასე ვთქვათ, ამერიკამ და ევროპამ ჩუმად გადაყლაპეს აგვისტოს ომი.

მინდა აღვნიშნო, რომ თეთრი სახლი საქართველოს ფაქტორს მაშინ იყენებს, როცა რუსეთის დასჯა სურს. თუმცა, კრემლთან ურთიერთობის გაფუჭება ვაშინგტონის ინტერესებში არ შედის“.

რუსეთის ლიბერალური ძალები ცდილობენ კრემლი დაადანაშაულონ აგრესიული პოლიტიკის გატარებაში. პოლიტოლოგი ალექსანდრე პოდრაბინეკი აღშფოთებას გამოთქვავს იმ ფაქტით, რომ არც ამერიკა და არც ევროპა არ ცდილობს მოსკოვის რიტორიკაზე ზეგავლენა მოახდინოს.

“სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ცივილიზებულ ქვეყნებს ნამდვილი სახე აჩვენა. რუსი საზოგადოების დიდი ნაწილი პუტინის აგრესიულ პოლიტიკას უჭერს მხარს. გულაი მწყდება, რომ ევროპა და შეერთებული შტატები დამკვირვებლის როლით შემოიფარგლებიან“.

კრემლის პროპაგანდისტები ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ რუსეთის პოლიტიკის მართებულობაში. ორი წელია მოსკოვმა რიტორიკა არ შეიცვალა. მისთვის საქართველო მიხეილ სააკაშვილთენ ასოცირდება. და სანამ სააკაშვილია პრეზიდენტი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი ზედმეტია.

XS
SM
MD
LG