ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში იეღოვას მოწმეთა გასამართლება გრძელდება


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

იეღოვას მოწმეებს მთელი რუსეთის მასშტაბით დევნიან. დღეს, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ასტრახანში, სამ მამაკაცს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათთან ერთად გასამართლებულ ქალს კი - 3.5 წელი.

რელიგიური ჯგუფის მიმდევრები ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლეს. იეღოვას მოწმეთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსეთში რელიგიურ ნიადაგზე მათ წინააღმდეგ 257 საქმეა აღძრული. 559 მამაკაცს და ქალს ექსტრემიზმის ბრალი წაუყენეს, 70-ს კი თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვს.

მოსკოვის სასამართლომ იეღოვას მოწმეთა რელიგიური აქტივობა 2004 წელს აკრძალა. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ის "ექსტრემისტულ" ჯგუფად 2017 წელს გამოცხადდა. მას შემდეგ, რუსეთში ჩხრეკენ იეღოვას მოწმეთა სახლებს, აკავებენ რელიგიის მიმდევრებს და ასამართლებენ მათ.

იეღოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული. მართლმადიდებლური უმრავლესობით დომინირებულ რუსეთში კი იეღოველებს ეჭვის თვალით უყურებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG