ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში იეღოვას მოწმე შშმ პირს 4 წელი მიუსაჯეს


მოსკოვის სასამართლომ იეღოვას მოწმეთა რელიგიური აქტივობა 2004 წელს აკრძალა
მოსკოვის სასამართლომ იეღოვას მოწმეთა რელიგიური აქტივობა 2004 წელს აკრძალა

59 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვლადიმირ სკაჩიდუბს, რომელიც იეღოვას მოწმეა, რუსეთში 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 11 ოქტომბერს კრასნოდარის საოლქო სასამართლომ განაჩენი მას ექსტრემიზმის მუხლით გამოუტანა, რაც მიმდევრების წინაშე აკრძალულ ბიბლიურ სწავლებას გულისხმობს.

მოსკოვის სასამართლომ იეღოვას მოწმეთა რელიგიური აქტივობა 2004 წელს აკრძალა. ხოლო რელიგიური სექტა უზენაესმა სასამართლომ "ექსტრემისტულად" 2017 წელს გამოცხადდა.

18 თვით ადრე, უსაფრთხოების აგენტებმა კრასნოდარის ოლქის 2 სოფელში 9 სახლი გაჩხრიკეს, მათ შორის სკაჩიდუბის საცხოვრებელი სახლიც იყო. იეღოვას მოწმეს ბრალდება ფორმალურად გასული წლის ივნისში წაუყენეს. ამის შემდეგ რუსმა სამართალდამცავებმა რეიდი ოლქის სხვა სახლებშიც ჩაატარეს და იეღოვას ბევრი სხვა მიმდევარიც დააკავეს.

იეღოვას მოწმეთა ორგანიზაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული, ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სკაჩიდუბს რუსეთის სასამართლო მისი რელიგიური შეხედულებების გამო დევნის.

განცხადებაში სკაჩიდუბის შემდეგი სიტყვებია მოყვანილი: "მე იეღოვას მოწმე ვარ და ჩემი დევნა მხოლოდ მშვიდობიანი რელიგიური აქტივობისთვის ხორციელდება... პატიმრობა მე მხოლოდ იმ ფაქტის გამო მელის, რომ რელიგიური რწმენის მიმდევრობის ელემენტარულ უფლებას ვიყენებდი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG