ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონტნეგროში რელიგიური უფლებების კანონის მიღების გამო დაძაბულობაა


მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დუსკო მარკოვიჩმა გააკრიტიკა პარლამენტი და ის ქაოსი, რაც იქ ხდებოდა წინააღმდეგობრივი რელიგიური უფლებების კანონის მიღების შემდეგ.

სიტუაცია პარლამენტში ისე დაიძაბა, რომ ყველა პრო-სერბი ოპოზიციონერი კანონმდებელი დააკავეს.

"მე ვგმობ ამ აქტს, რომელიც მიუღებელი და უპასუხიმსგებლოა, როგორც სხვა კანონმდებლების, ისე მონტენეგროს ხალხის მიმართ. მაგრამ მჯერა, რომ ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასთვის და ის აღარასდროს განმეორდება. დღეს მთავრობამ აჩვენა უნარი იმისა, რომ აწარმოოს გააზრებული დიალოგი ერთ-ერთ ყველაზე სენტისტიურ და თან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით", განაცხადა პრემიერმა.

კანონის მიღებას ქვეყნის მასშტაბით მოყვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერთა პროტესტი. მათი თქმით, ეს კანონი ეკლესიას ართმევს ქონებას, მათ შორის შუა საუკენეების რამდენიმე მონასტერს და ეკლესიას. მთავრობა ამ ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG