ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის სურს შეცვალოს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება


ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალზე გამოსვლის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სურს არ იყოს დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

გამოსვლაში ზელენსკიმ ალტერნატიულ გზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი მწვანე ენერგია შეიძლება იყოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთი ენერგო რესურსებს იარაღად იყენებს და არათუ უკრაინამ, არამედ მთელი მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა უნდა ეძებონ ალტერნატიული გზები.

გამოსვლაში ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა შავ და აზოვის ზღვებში რუსეთის ქმედებების გამო. მისი თქმით ბოლო 3 თვის განმავლობაში რუსული გემები და სახმელეთო ძალები ზღვას აბინძურებენ, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პირველ ფაზაში მარცხის შემდეგ, რუსულ ჯარს ახლა მთელი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებზე აქვს გადატანილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG