ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ათასწლეულის განვითარების" გზები და შედეგები


"ათასწლეულის განვითარების" გზები და შედეგები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2000 წელს მიღებული ათასწლეულის განვითარების დეკლარაციის მთავარ მიზანს სიღარიბის, შიმშილისა და დაავადებების წინააღდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მის პარალელურად ყურადღება ასევე ჯანმრთელობის, განათლების, გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის საკითხებსაც ექცევა.

ენდი სამნერი, ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტია, რომელმაც თავის ნაშრომში ფინანსებისა და განვითარების თანაფარდობა შეაფასა.

„კამათი იმის შესახებ თუ რა მოხდება 2015 წელს მაშინ როცა ათასწლეულის განვითარების პროგრამა დასრულდება ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. მოხდება კი პროგრამით გათვალისწინებული უფრო მეტი მიზნობრივი ჯგუფების შექმნა? შევძლებთ კი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევას. ამ გადასახედიდან, უმჯობესია პროგრამის მიმდინარეობის განვლილ 10-წლიან გზას გადავხედოთ.“

ბატონი სამნერი სასექსის უნივერსიტეტში სიღარიბის დაძლევის საკითხებზე მომუშავე მკვლევარია. მისი თქმით, ამ დოკუმენტის ეფექტურობის თაობაზე უამრავი კითხვა დაისმის:

„სინამდვილეში, გაეროს ათასწლეულის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების თაობაზე ხელი არასდროს მოუწერიათ ქვეყნების მეთაურებს. მათ მხოლოდ ხელი ათასწლეულის განვითარების დეკლარაციაზე აქვთ მოწერილი. და სწორედ ამიტომ, მის წინაშე, ალბათ არავინ თვლის თავს ანაგრიშვალდებულად.“ დეკლარაციის პარალელურად, ბევრი ანგარიში სავარაუდო დანახარჯისა და შემოთავაზებული კრიტერიუმების ცვლილებებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ გავრცელებული იმედი ათასწლეულის განვითარების პროგრამის შესახებ, გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს სწრაფი განვითარების საკითხში.

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს რომ ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი რაოდენობა დახმარების სფეროში დაიხარჯა, რომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ საკითხს როგორ შევხედავთ - ფართო თუ ვიწრო რაკურსით.

„თუ გლობალური კუთხით შევაფასებთ ამ თემას, დავინახავთ, რომ გაეროს სიღარიბის დაძლევის შვიდი ძირითადი პრინციპიდან სამი მათგანი პროგრამის მიზნებს ამართლებს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი - ჩვილ-ბავშვთა სიკვდილიანობა კი ვერ აკამაყოფილებს. არავინ არაა დარწმუნებული მისი მონაცემების ადეკვატურობაში.“

ენდი სამნერის მოსაზრებით სიღარიბის შემცირების მიზანი 2015 წლისათვის, ბიზნესის დაუსრულებლობას კვლავ განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში გავრცელებულ შეხედულებას სიღარიბის დაძლევის თაობაზე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ააქვს. ახლა მხოლოდ ის გვაინტერესბეს თუ რა მოხდება 2015 წლის შემდეგ. მოხდება კი ათასწლეულის განვითარების პროგრამის გაგრძელება თუნდაც განახლებული მიზნებით?

XS
SM
MD
LG