ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკლ მაკფოლი თანამდებობას ტოვებს


მაიკ მაკფოლი
მაიკ მაკფოლი
რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი მაიკლ მაკფოლი გადადგომის გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მაკფოლი თანამდებობიდან სოჭის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ გადადგება.

მაიკლ მაკფოლი რუსეთში ამერიკის ელჩად 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა. მას 2008 წელს ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შემდეგ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დათბობის ანუ ე.წ.გადატვირთვის პოლიტიკის არქიტექტორად მოიაზრებენ.

ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით რუსეთის პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს. ხელისუფლებაში მისი დაბრუნებით ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა.

შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი რუსეთის მთავრობისა და სახელმწიფო მედიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

თეთრი სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც პრეზიდენტი ობამა მაიკლ მაკფოლის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ მადლიერებას გამოხატავს. ობამას თქმით, მაკფოლმა უდიდესი როლი ითამაშა იმ პოლიტიკის შექმნაში, რაც ამერიკის ინტერესების გაძლიერებას ემსახურებოდა და დაუღალავად დაიცვა ის უნივერსალური ფასეულობები, რასაც ამერიკა მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებს.
XS
SM
MD
LG