ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა


ობამა რუსეთში მაინც გაემგზავრება დიდი 20-ეულის ეკონომიკურ სამიტზე დასასწრებად, რომელიც სანქტ პეტერბურგში სექტემბრის პირველ კვირას გაიმართება

შეეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ სექტემბერში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას აუქმებს.

თეთრი სახელი აცხადებს, რომ ობამა რუსეთში მაინც გაემგზავრება დიდი 20-ეულის ეკონომიკურ სამიტზე დასასწრებად, რომელიც სანქტ პეტერბურგში სექტემბრის პირველ კვირას გაიმართება. ობამა სამიტზე გამგზავრებამდე შვედეთს 2-დღიანი ვიზიტით ესტუმრება.

ობამას ადმინისტრაცია რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრატიულ უკამაყოფილებას გამოხატავს ედუარდ სნოუდენთან დაკავშირებული სკანდალის გამო. სნოუდენმა, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის კონტრაქტორი იყო, მთავრობის მიერ თვალთვალის პროგრამების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა, რის გამოც მასზე ამერიკაში ჯაშუშობის ბრალდებით ძებნა გამოცხადდა. ობამამ პუტინს სნოუდენის ექსტრადიცია სთხოვა, მაგრამ პუტინმა მას უარი უთხრა და სნოუდენს რუსეთში ერთ-წლიანი თავშესაფარი მიანიჭა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აცხადებს, რომ ბატონი ობამას მოწვევა პუტინთან შესახვედრად კვლავ ძალშია.
XS
SM
MD
LG