ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიმიტრი მედვედევი აზრს არ იცვლის


დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი საქართველოს შესახებ ორ ინტერვიუში საუბრობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:56 0:00
ბმული

უკანასკნელი სამი დღის მანძილზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს შესახებ ორ ინტერვიუში ისაუბრა. ერთი მან რაშა თუდეის მისცა, მეორე კი რუსთავი ორის გადაცემა „პოზიციას“. შინაარსობრივად მათ შორის საგულიხმო განსხვავებები არაა. ზოგადი კონტექსტი და განწყობები შეიძლება გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა, ამ შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი აქცენტები რუსეთის მხრიდან ხელახლა, მაგრამ კიდევ ერთხელ კეთდება. გამომდინარე საერთაშორისო, დასავლური მხარდაჭერის ფაქტორიდან საქართველოსადმი, ასევე სწრაფვა და სურვილი ნატოში გაწევრიანების შესახებ, ესაა ყველაზე ძლიერი მოტივატორი რუსეთისთვის ძალისმიერი პოლიტიკის წარმოებისა საქართველოსთან მიმართებით.

თუმცა თვალშისაცემია რამდენიმე ცვლილებაც. პირველ რიგში კი ის, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრი ქართული მაუწყებლის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს. ეს, ალბათ რთული წარმოსადგენი იქნებოდა ერთი წლის წინ, ვგულისხმობთ დათანხმებას საუბარზე როგორც მედვედევის, ასევე ქართული მაუწყებლის მხრიდან. თუ ამ ფაქტორს დავუმატებთ ორიოდე დღის წინ მედვედევის კიდევ ერთ ინტერვიუს, რომელიც რაშა თუდეის მისცა და სადაც საქართველოზე ასევე ვრცლად ისაუბრა, გავიხსენებთ პუტინის თვენახევრის წინანდელ ბრიფინგსაც და ერთ კონტექსტში მოვაქცევთ, აღმოჩნება, რომ სახეზე გვაქვს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან საუბრის პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებები. ცვლილებები მდგომარეობს არა საუბრის შინაარსის განსხვავებულობაში, არამედ, როგორც ხშირად ამბობენ, ერთგვარად ტრანსფორმირებულ რიტორიკაში, სადაც აქცენტები, უმეტესწილად კეთილისმურველობაზე კეთდება და ძალის გამოყენება წარმოჩინდება, როგორც არა სახელმწიფოს სურვილი, არამედ იძულებით გადადგმული ნაბიჯი, ალტერნატივების უქონლობის გამო.

„დიახ, ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა. მიმაჩნია, რომ დიახ, ახლაც ზუსტად ასევე ვიმოქმედებდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომელის მიღებაც მომიხდა როგორ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, დიახ, ზუსტად ასევე ვიმოქმედებდი“- ამბობს მედვედევი და დასძენს იმასაც, რომ გაცილებით უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო 2008 წელს გარდა იმისა, რაც მოხდა და ეს შეიძლებოდა სისხლისღვრის გაგრძლება და მშვიდობიან მოსახლეობას შორის კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. მედვედევი ხაზს უსვამს იმას, რომ ომის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მისი მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯი იყო.

ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთს განიხილავს ოკუპანტად 2008 წლის შემდეგ, მედვედევი პასუხობს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ რუსეთისთვის არ არსებობს. ეს პრობლემაა როგორც საქართველოსთვის, ასევე სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის.

რაც შეეხება მედვედევი-სარკოზის შეთანხმებას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა და ხელი სამმა პრეზიდეტმა მოაწერა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს რუსეთის ჯარების დაბრუნებას ომამდელ მდგომარეობამდე, რაც დღემდე არ შესრულებულა და სწორედ ამ შეუსრულებელი პირობის გამო ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრს ევროკავშირის მონიტორინგის მისია აკვირდება, მედვედევი ამბობს, რომ ხელშეკრულების პირობები რუსეთის მხრიდან ზედმიწევნით დაცულია. პუნქტში კი რუსეთის ჯარების ომამდელი მდგომარეობამდე დაბრუნების შესახენ „ცოტა სხვანაირად“ წერია. „გარდა ამისა, რუსეთის ჯარი არ დგას საქართველოს ტერიტორიაზე“,- ამბობს იგი.

მედვედევი ეხმარუბა ჟენევის მოლაპარაკებებსაც და დიალოგის არსებობას უაღრესაც მნიშვნელოვნად თვლის:

„მე მადლიერი ვარ შვეიცარიისა, რომელმა შექმნა ურთიერთობის ასეთი სივრცე“,- ამბობს იგი.

რაც შეეხება კონფლიქტურ რეგიონებს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი არაფერ შუაში არაა, მათ შორის არც რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დემარკაციის სამუშაოების წარმოების შემთხვევაში.

„პასუხისმგებლობებს ყველა გადაწყვეტილებაზე იღებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებები. მნიშვნელოვანია პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება მათ მიმართ საქართველოს მხრდან. საქართველოს კი არ სურს მათთან პირდაპირი კონტაქტი, რაც არასწორია“,- ამბობს მედვედევი.

რაშა თუდეისთან საუბრისას მედვედევი აღნიშნავს ომის დაწყებამდე რამდენიმე კომპლექსურ მომენტს. მაგალითად იმას, რომ იგი ახალი პრეზიდენტი იყო, რომელმაც უფლებამოსილების განხორციელება სამი თვის წინ დაიწყო, რაც შესაძლოა სააკაშვილს აღექვა, როგორც მოხერხებული მომენტი. მედვედევი ორივე ინტერვიუში ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2008 წლისთვის 50-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა წლებში და რომ ბიუჯეტის დონაცია აშშ-დან ხდებოდა. საქართველომ ვერ გათვალა რუსეთის ასეთ სწრაფ რეაქციაზე,- ამბობს იგი.

„ნათელი იყო, რომ სახელმწიფო საკუთარ სამხედრო ძალებს აძლიერებდა და ეს უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, როგორც ჩანს, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ, რომელსაც ნატოს წევრობაზე განაცხადი ჰქონდა გაკეთებული, რაც მოწონებული და მხარდაჭერილი იყო დასავლეთის მიერ, ამან ქვეყანა მოლოდინის რეჟიმში ჩააყენა და წარმოაჩინა სახელმწიფოდ, რომელზეც ვრცელდება ნატოს ხელშეკრულება კოლექტიური დაცვის შესახებ. ჩემი აზრით, ამ ფაქტორების ერთობლიობამ სააკაშვილს უბიძგა ძალის გამოყენებისკენ,“- ამბობს მედვედევი.

მედვედევი ევრაზიული კავშირის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მას სრულიად სერიოზულად აღიქვამს.

"ევრაზიული კავშირის იდეას ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის ყველა პრეზიდენტი. არა იმიტომ, რომ მასში დევს რუსეთის დომინირების იდეის ხელშემწყობი ინსტრუმენტი, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ თანაცხოვრების ასეთი ფორმა ყველაზე ცივილიზებულად მიგვაჩნია.ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ ევროკავშირისგან, სადაც საერთო სავალუტო სივრცეა და ვაჭრობის თაობაზე ყველაფერი მოწესრიგებულია. ჩვენ რაღაც ამის მსგავსის გაკეთება გვინდა, რადგან რეალურად, ჩვენ არასდროს ვიქნებით ამერიკის მეზობელი, რაც არ უნდა მოხდეს. ევრაზიული კავშირის იდეა სავსებით რეალურად მიმაჩნია“, - ამბობს მედვედევი.

პოლიტოლოგი, მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი სიახლე, რაც რუსეთის პრემირ მინისტრის ინტერვიუებში შეიძლება ამოვიკითხოთ ისაა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებების შემდეგ, მათ კიდევ ერთი არგუმენტი შემატეს საკუთარ რიტორიკას და 2008 წლის ომის წამომწყებად სააკაშვილის დასახელებისას ციტირებენ ივანიშვილის ფრაზასაც იმის თაობაზე, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ წამოიწყო.

XS
SM
MD
LG