ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრაციის სამიტი ევროპაში შექმნილ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს


ევროპის და აფრიკის ქვეყნების ლიდერებისგან შემდგარი ჯგუფი საემიგრაციო კრიზისის მოგვარებას ცდილობს. პარიზში, არალეგალური იმიგრაციის მოზღვავების პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.

ორშაბათს, ორი კონტინენტის სახელმწიფოების ლიდერები საგანგებო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. გეგმის მონახაზის მიხედვით, აფრიკის კონტინენტიდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემების განხილვა ხიფათით სავსე ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთამდე, საკუთარ ქვეყანაშივე მოხდება.

პრეზიდენტმა მაკრონმა მიღებულ შეთანხმებას შექმნილ კრიზისზე “ყველაზე გადაუდებელი და ყველაზე ეფექტური პასუხი” უწოდა. სამიტში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მათი კოლეგები ლიბიიდან, ნიგერიიდან და ჩადიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG