ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

UNICEF: საემიგრაციო ხაზზე ქალები და ბავშვები ხშირად ძალადობის მსხვერპლი ხდებიან


საემიგრაციო კრიზისი
საემიგრაციო კრიზისი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალი ანგარიშის მიხედვით, ათასობით ქალი და ბავშვი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვით ცდილობს გაექცეს ომსა და სიღარიბეს, ხდება ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციის და სხვა ფორმის ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი. გამოკითხვა, რომელიც გასულ წელს ლიბიაში, ემიგრაციის ხაზის გასწვრივ UNICEF-მა ჩაატარა, აჩვენებს, რომ ძალადობის უამრავ და აღმაშფოთებელ შემთხვევებს აქვს ადგილი.

UNICEF-ის რეგიონული დირექტორი აფშან ხანის თქმით, ნახევარზე მეტ შემთხვევებში ქალების სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ, ხოლო ბავშვების უმრავლესობა ფიზიკურ ძალადობაზე.

„გამოკითხულ ქალთა ნახევარმა განაცხადა, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი სექსუალური ძალადობის ან მოპყრობის და ბავშვების და გოგონების უმრავლესობის თქმით, მათ მიმართ ადგილი აქვს ვერბალურ და ემოციურ ძალადობას, ასევე ცემას“, - ამბობს ხანი.

ადამიანები, რომლებიც არაფორმალური საემიგრაციო ხაზის გასწვრივ ადამიანების გადაყვანას ახდნენ, საფასურად 100 დან 2000 დოლარამდე ანაზღაურებას ითხოვენ. ბავშვთა ერთი-მესამედი მშობლების და გამყოლების გარეშე გადის ამ გზას.

ხანის თქმით, ბავშვები და გოგონები, ხშირ შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან და მათ პროსტიტუციას აძალებენ.

გასულ წელს, ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის გზაზე 4500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 700 ბავშვი.

XS
SM
MD
LG