ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ძალები ქალაქ მოსულის საკვანძო ხიდს აკონტროლებს


დღეს, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ქალაქ მოსულის დასავლეთი ნაწილის გაწმენდის ოპერაციის მსვლელობისას, ქალაქის საკვანძო ხიდზე კონტროლი მოიპოვა.

ოფიციალური პირების განცხადებით, პრო-სამთავრობო ძალებმა მდინარე ტიგროსზე მეოთხე ხიდი დაიკავა. მოსულისთვის ბრძოლების დროს, ყველა ხიდი განადგურდა ან დაზიანდა. მდინარეზე გადასასვლელის აღდგენა, არმიას ცოცხალი ძალის და აღჭურვილობის გადაადგილების საშუალებას მისცემს.

დასავლეთ მოსულში ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად მძიმდება სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობა. გაერომ ამ ტერიტორიაზე არსებული ვითარება აღწერა, როგორც ჰუმანიტარული კრიზისი, სადაც ადამიანები საკვების, საწვავის და სამედიცინო დახმარების ნაკლებობის განიცდიან.

XS
SM
MD
LG