„რადიკალიზაციის კვლევის ცენტრის“ ახალი მონაცემების მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაცია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.
ე.წ „ისლამურ სახელმწიფოს“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე მდიდარს მსგავს ორგანიზაციებს შორის, მაგრამ მათი ბიზნეს-მოდელი ჩავარდნის პირასაა“- ასე ახასიათებენ პრობლემას ინგლისელი მკვლევარები.
მათი თქმით, შეფასებები გადაჭარბებულია, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციაა, ფსევდო-სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ მისი შემოსავალი უშუალოდ უკავშირდება მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს, შესაბამისად, თუ ასეთი ტერიტორიების ფართობი მცირდება, მათი შემოსავალიც იკლებს.
68 ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, აცხადებს, რომ ორგანიზაციამ დაკარგა იმ ტერიტორიების 62 %, რასაც 2014 წლის შუა პერიოდში ერაყში და 30 % იმისა, რასაც სირიაში აკონტროლებდა.