ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტების მეორე ნაკადი საბერძნეთიდან თურქეთში ჩავიდა


საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან თურქეთში მიგრანტების მეორე ნაკადი გაიგზავნა. მასში პაკისტანის 45 მოქალაქე იყო. ევროკავშირის მიერ შემუშავებული საემიგრაციო კრიზისთან გამკლავების გეგმა უფლებადამცველების მხრიდან ფართო კრიტიკის საგანი გახდა.

თურქეთში პაკისტანელები ბორნით ჩაიყვანეს. დღეს მოგვიანებით იქ დამატებით 80 მიგრანტი ჩავა. საბერძნეთის ოფიციალური წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ მიგრანტებს შორის არცერთს ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავშესაფრის მოთხოვნით არ მიუმართავს. შეთანხმების მიხედვით, გამგზავრებამდე მათ ამ მიმართვის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონოდათ. უარის შემთხვევაში კი გასაჩივრებისთვის გამგზავრებამდე ხუთ დღეს მისცემდნენ.

XS
SM
MD
LG