ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტები თურქ სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებენ


საბერძნეთში ახლო აღმოსავლეთიდან ახლახან ჩასული დევნილები აცხადებენ, რომ საზღვაო დაცვა და პოლიცია მათ წინააღმდეგ თანდათან უფრო მეტ ძალადობას იჩენს. მიგრანტების აზრით, დაცვის წევრების მიზანი ეგეოსის ზღვის მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებაა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში მაკედონიის საზღვართან მდებარე დევნილთა თავშესაფრის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ დაცვის წევრები მათ ნავს ზღვაში ჯერ წრეზე უვლიდნენ და შემდეგ კი ზღვაში გადახტომა უბრძანეს. „კამერები გამზადებული ჰქონდათ. ალბათ გადაღება უნდოდათ, თუ როგორ გადაარჩინეს დევნილები“ - ყვება 19 წლის რამია საბაგი, რომელიც ომს სირიის ქალაქ ალეპოდან გამოექცა. ეგეოსის ზღვის გადაკვეთას მისი ოჯახი 40 დღე მოუნდა.

თვის დასაწყისში მიგრანტებზე თურქეთის საზღვაო დაცვის წევრების ძალადობის ვიდეო „ბი-ბი-სიმაც“ გამოაქვეყნა. მსგავსი ფაქტების არსებობას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც „ჰიუმან რაითს უოჩი“ და „საერთაშორისო ამნისტია“ ადასტურებენ.

XS
SM
MD
LG