ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტების კრიზისი: ევროკავშირმა და თურქეთმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს


ბრიუსელი, 18 მარტი, 2016
ბრიუსელი, 18 მარტი, 2016

ევროკავშირმა და თურქეთმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს ევროპაში მიგრანტთა უპრეცედენტო მოზღვავების შესამცირებლად.

ევროკაშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბლოკის 28 სახელმწიფოს რეკომენდაციას აძლევს შეთანხმება ცვლილებების გარეშე დაამტკიცოს.

როგორც ევროკავშირის ერთერთმა მაღალი რანგის ოფიცერმა აღნიშნა, თურქეთის პრემიერ მინისტრმა აჰმედ დავუთოლუმ უკვე მიანიშნა, რომ თურქეთი მიიღებს ევროკავშირის ლიდერების ამ შეთავაზებას, თუ მას ბლოკი დაამტკიცებს.

ადამიანის უფლებათა აქტივისტები აკრიტიკებენ ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის განხილულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქეთი მიგრანტების მიღების სანაცვლოდ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას და ევროკავშირში დაჩქარებულ წევრობას მიიღებს. სანაცვლოდ კი თურქეთიდან საბერძნეთში თურქეთიდან ჩასულ მიგრანტებს ევროპა თურქეთშივე მიაბრუნებს.

XS
SM
MD
LG