ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში პოლიციასა და ლტოლვილებს შორის შეტაკება მოხდა


საბერძნეთის პოლიციასა და სირიიდან გამოქცეულ ასობით მიგრანტს შორის დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან დაპირისპირება მოხდა. მიგრანტებს მაკედონიაში გადასასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ.

ათასობით მიგრანტი სოფელ იდომენისთანაა დაბანაკებული. ისინი უარს აცხადებენ ლტოლვილებისთვის მოწყობილ სპეციალურ დროებით თავშისაფარში წასვლაზე. მიგრანტები ევროკავშირის მიერ მათი გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ.

ამ ფონზე, ევროკავშირი აცხადებს, რომ ანკარასთან მიგრანტების პრობლემაზე მუშაობის შემდეგ, 28 წევრიან ეკონომიკურ ბლოკში თურქეთიდან სირიელი ლტოლვილების შედინება მნიშნვლეოვნად შემცირდა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG