ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელ ბრანჩი პოპს უბრუნდება
მიშელ ბრანჩი პოპს უბრუნდება
ჩვენი დღევანდელი რუბრიკა პოპ მომღერალს და კომპოზიტორს მიშელ ბრანჩს ეთმობა. მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო როდესაც დაბადების დღეზე საჩუქრად მიშელმა პირველი გიტარა მიიღო. 2001 წელს მისმა მუსიკამ ცნობილი ჩამწერი სტუდიის “მავერიკ რეკორდსის” ყურადღება მიიპყრო და იმავე წელს გამოიცა მისი სადებიუტო ნაშრომი. კრებული წარმატებული გამოდგა. 2005 წელს კი მიშელ ბრანჩმა გადაწყვიტა ქანთრის ჟანრში მოესინჯა თავისი ძლები და ჯგუფ „ვრეკერსში“ დაიწყო სიმღერა. 5 წლის თავზე კი ის კვლავ პოპს დაუბრუნდა, რომელმაც პიველი წარმატება მოუტანა მომღერალს.

20 მდე ჰიტი და სანტანასთან ერთად მოპოვებული გრემი სიმღერისრთვის “ The Game of Love” , მიშელ ბრანჩს მუსიკის ინდუსტრიაში საკმაოდ აღიარებულ შემსრულებელს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ მიშელ ბრანჩი დაუბრუნდა პოპს ის ახალ კრებულში იხსენებს ცხოვრების იმ მონაკვეთს, როდესაც მან მუსიკალური ჟანრი შიცვალა და ქანტრის სტილში დაიწყო სიმღერა:

„ მე გარკვეული პერიოდი ვმღეროდი ქანთრის სტილში ჯგუფში „ ვრეკერსი“. ქალაქ ნეშვილშიც კი გადავედი საცხოვრებლად. ეს ერთგვარად ამ პერიოდის გახსენებაა.“

მიშელმა პირველი ორი კრებულით პოპ ვარსკვლავის წოდება მოიპოვა, თუმცა ბევრს გაუჩნდა კითხვა თუ რატომ გადაწყვიტა მან მსგავსი წარმატების შემდეგ სხვა ჟანრში გადასვლა:

„ ეს ყველაფერი ორგანულად მოხდა. მე ვმუშაობდი ჩემ დამხამრე მომღერალთან ჯესიკა ჰარპთან, რომელთან ერთადაც მუსიკის წერა დავიწყე. მე გავიზარდე პეტსი კლაინისა და ჯონი კეშის მუსიკაზე. მომწონდა მათი სიმღერების გააზრებული ტექსტი.’’

როგორც „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აღნიშნავს მისი ცხოვრება შეიცვალა, ისევე როგორც მისი მიდგომა მუსიკისადმი:

„ მნიშვნელოვნად შეიცვალა მუსიკის წერის პროწესი, რადგანაც პირველი კრებული გამოცემიდან 8 წელი გავიდა. მე გავთხოვდი და მყავს შვილი, რამაც ძირეულად შეცვალა ჩემი ცხოვრება.. მე მოვიარე მსოფლიო და შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა, რამაც გავლენა იქონია შემის სიმღერების ტექსტზე.“

მომღერალი, იხსენებს რომ მუსიკის ინდუსტრიაში მისი პირველი ნაბიჯები, 15 წლის ასაკში მეგობრის დაჟინებული და აქტიური ჩარევით მოხდა, როდესაც მათ ქალაქში ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელები სტუმრობდნენ

“ მეგობარმა დარეკა და მითხრა რომ სასწრაფოდ მივსულიყავი სინჯებზე, ჩამწერი სტუდიის წარმომადგენლები მალე მიემგზავრებიან და რაც შეიძლება ჩქარა მოდიო. მე კი ახსნა დავიწყე, რომ არ შემეძლო მისვლა, რაზეც მან მიპასუხა, რომ მას არ აინტერესებს ფეხით, ველოსიპედით თუ რა ტრანსპორტიდ მივაღწევდი დანიშნულების ადგილს, მთავარია სასწრაფოდ მივსულიყავი. დავინახე, რომ მეზობელმა სახლთან გოლფის პატარა მანქანა დატოვა და გასაღებიც ადგილზე იყო. დრო ვიხელთე და მანქანაში ჩავხტი. პირდაპირ ცამწერი სტუდიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მივეჭერი და გადავეცი დემო დისკი და ვთხოვე რომ მოესმინა, მან შეშფოთებით შემომხედა და გამეცალა, თუმცა ლოს ანჯელესში საფრენი გზა გრძელი იყო და გზაში ჩემს დისკს მოუსმინა, მალევე დამიკავშირდა კიდეც.“

მაშინ როდესაც მიშელ ბრანჩი არ მუშაობს ის სოციალური მედიის საშუალებით თავის თაყვანისმცემლებს ეკონტაქტება.

„ მე თვითერის აქტიური მომხმარებელი ვარ. ჩემი ქალიშვილი მოდის და მეკითხება ხოლმე დედა ისევ ტვიტერში ხარ? მიმაჩნია, რომ ასე უფრო საინტერესო იდეებს ვისმენ და უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს თაყვანისმცემლებთან“

ახლა ის დაინტერესებულია მათი აზრით ახალი კრებულის შესახებ. მას სურს იცოდეს თუ როგორ მოსწონს მსმენელს მისი ახალი ჟღერადობა , ექნება თუ არა პოპულარობა მის მომდევნო ჩანაწერებს .

XS
SM
MD
LG